ჯიმ მორისონის ავტოგრაფიანი ბას–გიტარა აუქციონზე მოსკოვში გაიყიდება

74

როკ ჯგუფ The Doors–ის წევრების ავტოგრაფიანი გიტარა, მოსკობში 27 ივლისს აუქციონის წესით გაიყიდება. სააუქციონო სახლ “ლიტფონდის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუქციონის წესით ასევე გაიყიდება ისეთი ლეგენდარული ჯგუფების წევრების ავტოგრაფები, როგორების არიან Metallica, Iron Maiden, Nirvana, Led Zeppelin, Black Sabbath და სხვები.

“ტოპ–ლოტი კი ბას–გიტარა გახდება, რომელზეც ჯგუფ The Doors–ის წევრების, მათ შორის ჯიმ მორისონის ავტოგრაფია”, – წერია განცხადებაში.