Billboard–მა წლის საუკეთესო მუსიკოსები დაასახელა

39

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard წლის საუკეთესო მუსიკოსები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლას–ვეგასში გაიმართა, მსმენელის წინაშე მადონა და არიანა გრანდე წარსდგნენ.

12 ნომინაციაში კანადელმა რეპერმა, დრეიკმა გაიმარჯვა და საუკეთესო არტისტადაც დასახელდა. ასევე 12 ჯილდო ერგო ამერიკელ მომღერალ კარდი ბის. სცენაზე ასვლისას მომღერალმა საკუთარ მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ ახალ კომპოზიციებს სულ მალე შესთავაზებს.

სპეციალური ჯილდო „Icon” კი მერაია ქერის გადაეცა.

წყარო