მთაწმინდის პარკი სიცილის ფესტივალზე გეპატიჟებათ

81

მთაწმინდის პარკის და კომპანია ნატახტარის ორგანიზებით 13 ივლისს  ჩატარდება ტრადიციული და ყოველწლიური სიცილის ფესტივალი.

როგორც ყოველთვის, წელსაც, ღონისძიებას გაუძღვება ყველასთვის ცნობილი მაგნო შავდია.

პარკის მთავარ მოედანზე კომპანია ნატახტარი თქვენთვის ჩაატარებს ძალიან ბევრ აქტივობას, როგორიცაა:

საპნის ბუშტების შოუ

აეწყობა გიგანტური ფაზლი

გადაიღებთ 3D გიფებს

პოლაროიდის ფოტოებს

ანიმატორებთან ერთად შეასრულებთ სიმღერებს კარაოკეზე

და რაც მთავარია, ჩაიტარებთ სიცილის თერაპიას.