ეგვიპტეში 2 000 წლის მუმიები აღმოაჩინეს

304

პოლონელმა არქეოლოგებმა ქაიროსთან ახლოს ათობით მუმია აღმოაჩინეს. ამის შესახებ Sciencein Poland წერს.

სპეციალისტების თქმით, ისინი გათხრებს ჯოსერის პირამიდასთან ახლოს ატარებდნენ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს სამარხად მიიჩნევა. პოლონური ჯგუფი აქ სამუშაოებს უკვე მრავალი წელია ატარებს.

მეცნიერების განმარტებით, მუმიების ასაკი დაახლოებით 2 000 წელია. მათი უმრავლესობა პირდაპირ ამოთხრილ ორმოში დაკრძალეს და მათ ბალზამირების მხოლოდ საწყისი პროცედურები ჩაუტარდათ.