ტერნერის პრემიის ნომინანტების სია ცნობილია

43

ოთხი მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც წელს ტერნერის პრემიისთვის იბრძოლებენ, პოლიტიკას, ჩაგვრას და ადამიანის უფლებებს ეხება.

იორდანელი ლოურენს აბუ ხამდანი, რომელიც ბეირუთში ცხოვრობს, თავს „ხმის მკვლევარს“ უწოდებს. აუდიომხატვარი Amnesty International-თან და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, რათა ადამიანის უფლებების დაცვის მტკიცებულებების ხმოვანი ფაქტები ჩაეწერა. ტერნერის პრემიაზე ის იმ ნამუშევართა სერიისთვის წარადგინეს, რომელიც სირიაში ციხეში გატარებული წლების შესახებ იმ ადამიანების მოგონებებზეა, რომლებსაც მუდამ სიბნელეში ამყოფებდნენ.

კოლუმბიელი ბრიტანელი მხატვარი ოსკარ მურილიო წლის ყველაზე ცნობილი ნომინანტია. მისი ვიზუალური პროექტები ჩაგვრის შესახებ ხშირად მიგრანტების თემას ეხება.

ლონდონელი მხატვარი ჰელენ კამოკი ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტში ქალთა როლს იკვლევს. მას აინტერესებს წინა თაობების გამოცდილება.

ლონდონის სხვა მაცხოვრებელი, თვითნასწავლი მხატვარი ტაი შანი ალტერნატიულ ფენტეზი–სამყაროებს, სახელად „პატრიარქალურ საზღვრებს მიღმა“ ქმნის.

ტერნერის პრემიის გამარჯვებული 3 დეკემბერს BBC–ის პირდაპირ ეთერში დასახელდება.