უდიდესი მხატვრების თვითნაკეთი “სელფი”

1665

არასოდეს გიფიქრიათ, როგორ “სელფებს” გადაიღებდნენ უდიდესი მხატვრები? საკუთარი თავის გამოსახვა არც მათთვის იყო უცხო, თუმცა 21–ე საუკუნისგან განსხვავებით, მათ კადრის ბევრჯერ გადაღების საშუალება არ ჰქონდათ და ერთ “სელფისაც” საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდებოდა.

ვინსენტ ვან გოგი

ავტოპორტრეტო

ეს ავტოპორტრეტი ვან გოგმა გარდაცვალებამდე 10 თვით ადრე, 1889 წლის სექტემბერში დახატა. ამ დროს მხატვარი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფო სენ–რემიში. პორტრეტზე გამოსახულ ფიგურას თავი იმგვარად აქვს შეტრიალებული, რომ მოჭრილი ყური არ ჩანს. ალბათ, მაშინაც ცდილობდნენ ნაკლის დაფარვას.

პოლ სეზანი

ავტოპორტრეტი

პოლ სეზანისთვის კი ნარცისიზმი უცხოა, ის მუდამ მძიმე ფერებს ირჩევს და არ ცდილობს არაფრის გალამაზებას. ამ ავტოპორტრეტს მხატვარი 1882–1885 წლებში ხატავდა.

ედვარდ მუნკი

ავტოპორტრეტი მოკიდებული სიგარეტით

1895 წელს შესრულებულ ტილოში ედვარდ მუნკი თავისი ცხოვრების ბოჰემურ სტილზე მიგვანიშნებს. თუმცა, “კივილის” ავტორის ცხოვრება ბევრი ნეგატივითაც იყო სავსე, მათ შორის კი დრამით, შიშითა და ტკივილით, რაც მხატვრის მიერ არჩეული ფერთა გამითაც იგრძნობა.

პოლ გოგენი

ავტოპორტრეტი ყვითელ ქრისტესთან ერთად

პოლ გოგენი მშვიდობისმყოფელი, დემიურგი, მისტიფიკატორი და შამანიც კი იყო თავის წამოდგენაში. “ყვითელი ქრისტე” მან ბრეტონის პერიოდში, მლოცველთა შორის ყოფნისას დახატა. თუმცა, ნახატზე ადამიანის თავის ფორმის კერამიკული ჭურჭელიც შესაძლოა ავტორი იყოს, ისევე როგორც “ყვითელი ქრისტე”, ამიტომ ზოგი ექსპერტის აზრით საქმე სამმაგ ავტოპორტრეტთან გვაქვს.

ედგარ დეგა

ავტოპორტრეტი “დეგას მისალმება”

ამ ავტოპორტრეტის დახატვისას დეგა უკვე დაინტერესებული იყო ფოტო–ხელოვნებით, ამიტომაც მისი დგომა ძველ ფოტო–სურათებს მოგაგონებთ.

ფრანსისკო გოია

ავტოპორტრეტი

1815 წელს ფრანსისკო გოია უკვე 70 წლის, სმენადაქვეითებული მოხუცი გახლდათ. ამ პერიოდში გოია ჯერ კიდევ იღებს შეკვეთებს სამეფო ოჯახისგან, თუმცა სულ მალე ესპანეთიდან საფრანგეთში გადავა საცხოვრებლად.

ლეონარდო და ვინჩი

მონა ლიზა

შეთქმულების თეორიების მოყვარულთა თქმით, ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას ნაცვლად საკუთარი სახის ნაკვთები დახატა. მიუხედავად იმისა, რომ პორტრეტზე აღბეჭდილი ქალბატონის ვინაობა ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, ბევრს ეს ისტორია ძალიან ხიბლავს.

ნიკო ფიროსმანი

ავტოპორტრეტი

ნიკო ფიროსმანი თვითნასწავლი ქართველი მხატვარია, რომელიც პრივიტიზმით გამორჩეული იყო მსოფლიო მხარტვრებს შორის , თუმცა ისევე როგორც მისი ცხოვრება, არც ავტოპორტრეტია ბოლომდე პრიმიტიული.

და ბოლოს, ზოგ უდიდეს მხატვარს მაინც ჰქონდა “სელფი”

მან რეი
სალვადორ დალი და დევიდ ბეილი
ლუიზა ბურჟუა