„ფორტე“ ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადება

392

საინფორმაციო პორტალ allart.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჯგუფ „ფორტეს“ვარსკვლავს გაუხსნიან. გარდა ამისა, ჯგუფის წევრები სოლო კონცერტსაც აანონსებენ.

„წელს ყველაზე ცხელი ზაფხული გვექნება. დიდი და გრანდიოზული გეგმა გვაქვს. 12 ოქტომბერს ფილარმონიაში სოლო კონცერტს გავმართავთ. გარდა ამისა დაგეგმილია ჩვენი ვარსკვლავის გახსნაც. ვფიქრობთ, რომ ჯერ „პატარები“ ვართ, ამიტომ დიდხანს ვიყავით წინააღმდეგები, თუმცა მაინც დაგვიყოლიეს და ბოლოს დავთანხმდით“, – განაცხადა „ფორტემ“ allart.ge-სთან ინტერვიუში.