Queen ინგლისის დედოფალზე მდიდარია

518

Sunday Times-ის ცნობით, ჯგუფ Queen–ის ქონებამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის კაპიტალს გადააჭარბა. გამოცემა წერს, რომ ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის მიერ ერთობლივად დაგროვებული თანხა 445 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ამასობაში, სამეფო ოჯახის სიმდიდრე 370 მილიონადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსების ფინანსურ კეთილდღეობას ხელი შეუწყო ფილმმა, „ბოჰემიური რაფსოდია“, რომელიც Queen–ისა და ფრედი მერკურის შესახებ გვიამბობს.