მადონა ახალ კლიპში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

744

მადონა ახალ კლიპში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

მომღერალმა მადონამ ახალი კლიპი God Control გამოუშვა. კლიპში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა აღწერილი.

60 წლის მუსიკოსი თავის ახალ კლიპში იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს.

God Control მადონას მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში Madame X შედის. დისკის რელიზი 14 ივნისს შედგა.