შარლ აზნავურის სასიყვარულო წერილები აუქციონზე გაიყიდება

525

ახალგაზრდა შარლ აზნავურის სასიყვარულო წერილები 2019 წლის 28 ივნისს აუქციონზე გაიყიდება. წერილების ადრესატი კლოდ მესია. მათ ერთმანეთი 1958 წელს გაიცნეს. 34 წლის შარლ აზნავურს თავდავიწყებით შეუყვარდა 20 წლის ახალგაზრდა ქალი.

42 წერილი, 9 ბარათი და 9 ტელეგრამა 30-40 ათას ევროდაა შეფასებული.