Universal-ში გაჩენილი ხანძრის დროს დაკარგული სიმღერების ავტორთა სია გამოქვეყნდა

474

ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა გამოაქვეყნა მუსიკოსების სრული სია, რომელთა ჩანაწერებიც 2008 წელს სტუდია Universal-ში გაჩენილი ხანძრის დროს განადგურებულად მიიჩნევა.

800-ზე მეტი პოზიციისგან შემდგარი ჩამონათვალი შედგენილია სიების საფუძველზე, რომლებიც 2009-2010 წლებში ფიგურირებდა ლეიბლის იმ თანამშრომლების დოკუმენტებსა და საქმიან მიმოწერაში, რომლებიც მუშაობდნენ „ფენიქსის პროექტზე“ – საიდუმლო პროექტი, რომლის მიზანიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვა სტუდიებში განადგურებული ორიგინალი ჩანაწერების ასლებს ეძებდა.

NYT-ის მონაცემებით, Universal-მა, „ფენიქსის პროექტის“ ფარგლებში მუსიკალური ჩანაწერების მეხუთედზე მეტის აღდგენა ვერ შეძლო. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ პროექტი დახურა.

Billboard-ის ინფორმაციით, როდესაც ხანძრის რეალური შედეგები ფართოდ გახდა ცნობილი გახდა, Universal-მა არქივების ძებნა განაახლა „გააგზავნა რა თანამშრომლები მთელი მსოფლიოს 10 საცავში, რათა 3,5 მილიონზე მეტი აქტივის ადგილსამყოფელი დაედგინა“.

მთლიანობაში, ხანძრისას შეიძლება განადგურებულიყო 100 ათასზე მეტი მასტერ-ასლი (თავდაპირველი ანალოგიური ჩანაწერების), რომლებიც 1940-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით შეიქმნა. ეს 500 ათასზე მეტი სიმღერაა. მათ შორისაა კლასიკური ჩანაწერები:

ჯაზი (ლუის არმსტრონგი, ქაუნთ ბეისი, დეივ ბრუბეკი, ელა ფიცჯერალდი, ჯონ კოლტრეინი, დიზი გილესპი, ბილი ჰოლიდეი, კიტ ჯარეტი)

Rʼn’B და ესტრადა (რეი ჩარლზი, არეტა ფრანკლინი, პოლ ანკა, ბერტ ბაკარაკი, ელ გრინი, ენგელბერტჰამპერდინკი)

როკ-ენ-როლი (ჩაკ ბერი, ჩაბიჩეკერი, ბადი ჰოლი, ჯერი ლი ლიუსი)

ბლუზი (ბადი გაი, ჯონ ლი ჰუკერი, ეტა ჯეიმსი, ბიბი კინგი, მადი უოტერსი, ჰაულინ ვულფი)

კლასიკური როკი (ბრაიან ადამსი, Aerosmith, ერიკ კლეპტონი, ჯო კოკერი, შერილ ქროუ, The Eagles, Love, Lynyrd Skynyrd, The Mamas and the Papas, ჯონი მიტჩელი, Nazareth, Tom Petty and the Heartbreakers, The Police, სტინგი, იგი პოპი, SteelyDan, TheWho.)

რეპი (50 Cent, ემინემი, სნუპ დოგი, მოს დეფი, TheRoots, თუფაკ შაკური)

პოპი (შერი, ნელი ფურტადო, ჯანეტ ჯექსონი, ელტონ ჯონი, ტომ ჯონსი, გვენ სტეფანი, სიუზან ვეგა, რუფუს უეინრაიტი)

თანამედროვე ალტერნატიული როკი (ბეკი, Blink 182, Hole, Limp Bizkit, Guns N’ Roses, Audioslave, Nine Inch Nails, Nirvana, No Doubt, Primus, Puddle Of Mudd, R.E.M., Semisonic, Smash Mouth, Sonic Youth, Soundgarden, The Wallflowers, Weezer).

ამ ე.წ. მასტერ-ასლების (Master Copies) დაკარგვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მსმენელები ამ მუსიკის გარეშე დარჩნენ. ის ძველებურად ხელმისაწვდომია, მაგალითად, სტრიმუნგულ სერვისებზე ან ფიზიკურ მატარებლებზე (CD, ვინილი, კასეტა). თუმცა ორიგინალების გარეშე საეჭვოა ამ ჩანაწერების ხელახლა გამოცემა ან მათი ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდეს ახალი ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად.