პლასიდო დომინგომ რუსეთის თეატრში გამოსვლა გააუქმა

139

საოპერო მომღერალმა პლასიდო დომინგომ მარიინსკის თეატრში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. როგორც თეატრის პრეს–სამსახური აცხადებს, ამის მიზეზი “ხმის ნაწილობრივი დაკარგვაა”

“პლასიდო დომინგო ამზადებდა გამოსვლას ოეპრაში “სიმონ ბოკანეგრა”, გამოსვლის წინა დღეს, რეპეტიციისას თავს კარგად გრძნობდა. თუმცა გამოსვლის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების, კერძოდ კი ხმის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, მიიღო გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ”, – აცხადებენ თეატრის პრეს–სამსახურში.