ნახეთ: ალექსანდრ აჟას ახალი ჰორორის თრეილერი

577

ალექსანდრ აჟა რეჟისორია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი საშინელებათა ფილმები, როგორიცაა პირანია, ბორცვებს აქვს თვალები, სარკეები და ა.შ.  მისი ჰორორები ყველას გვახსოვს და არც ახალი ფილმი Crawl უნდა იყოს გამონაკლისი.

ფილმში მთავარ როლს კეია სკოდელარიო ასრულებს. მოქმედება ფლორიდაში ვითარდება, სადაც დიდი წყალდიდობა დატბორავს მთავარი გმირის სახლს და ის და მამამისი ხაფანგში აღმოჩნდებიან. თუმცა პერსონაჟებს მარტო დახრჩობა არ ემუქრებათ და უფრო დიდი განსაცდელი ელით წინ…

ფილმი კინოთეატრებში 12 ივლისს გამოვა