დედოფალი ელიზაბეტ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი გავიდა

208

დღეს 70 წელი შესრულდა რაც ელიზაბეტი დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა და გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური გახდა. CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით, მონარქი საიუბილეო თარიღს არ აღნიშნავს. დედოფალი ელიზაბეტი 1926 წლის 21 აპრილს, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელიზაბეტის ოჯახში დაიბადა. 1947 წელს ელისაბედი დაწორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ენდრიუ, ენი და ედუარდი. მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა.