კაილი ჯენერს და ტრევის სკოტს მეორე შვილი შეეძინათ

213

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავს კაილი ჯენერს და ამერიკელ რეპერს ტრევის სკოტს მეორე შვილი, ვაჟი შეეძინათ. 2020 წელს Harper’s Bazaar’s-თან საუბრისას კაილი ჯენერმა ინტერვიუში განაცხადა: “შვიდი შვილი მინდა, თუმცა ახლა არა. ჩემი მეგობრები სულ ამ თემაზე მესაუბრებიან, თუმცა ორსულობა მარტივი რამ არაა. ეს პროცესი სახუმარო ნამდვილად არ არის და მე ამ წნეხისთვის ჯერ მზად არ ვარ.” ფაქტია წყვილმა აზრი მალევე შეიცვალა და პატარა სტორმის რომელიც ახლა 3 წლისაა ძმა შეეძინა.