გალერეა ბელვედერი კლიმტის “კოცნის” ტოკენებს გამოუშვებს

378

ვენის გალერეა ბელვედერმა artèQ -თან ერთად გუსტავ კლიმტის ნამუშევრის “კოცნის” NFT-ს გამოშვების თაობაზე განცხადება გააკეთა. აქცია წმინდა ვალენტინის დღისთვისაა დაგეგმილი. ტილოს ციფრული ასლი 10 000 უნიკლაურ ფრაგმენტად დაიყოფა, ყოველი მათგანი კი ცალკეულ ტოკენად იქცევა. თითოეულის საორიენტაციო ღირებულება 1850 ევრო იქნება.

ტოკენის ყიდვისთვის რეგისტრაცია 2022 წლის 26 იანვრიდან დაიწყო, ხოლო ტოკენიზაცია 9 თებერვალს დასრულდება.