ნიუ–იორკის გალერეაში დიურერის ნამუშევარი გამოიფინება

237

ნიუ–იორკში ტრადიციული ზამთრის აუქციონებზე, რომლებიც ძველი ოსტატების მოღვაწეობას ეძღვნება, მსოფლიო არტ–დილერები იკრიბებიან. მათ შორის წარმოდგენილია გალერეა Agnews, რომელიც პირველად წარმოადგენს აშშ–ის ტერიტორიაზე ალბრფეხტ დიურერის ნამუშევარს.

აღსანიშნავია, რომ 1503 წლით დათარიღებული ნამუშევრის მფლობელმა ის 2017 წელს, 30 დოლარად შეიძინა. წლების შემდეგ მან Agnews-ის ექსპერტებს მიმართა, რომლებმაც დაადასტურეს დიურერის ავტორობა.

“ეს ძალიან იშვიათი ნამუშევარია. მსგავსი აღმოჩენები ცხოვრებაში ერთხელ ხდება. დიურერის ნამუშევრები საკმაოდ იშვიათად ჩნდებიან ჩვენს ბაზარზე. ბოლოს მსგავსი ხარისხის ნამუშევარი 1978 წელს ლონდონში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა”, – განაცხადა Agnews-ის გალერეის დირექტორმა ენტონი კრაიტონ–სტიუარტმა.