იაპონიაში Studio Ghibli-ის პარკი გაიხსნება

246

Studio Ghibli-ს ჯადოსნურ სამყაროს ვინც იცნობს აუცილებლად ერთხელ მაინც გაუჩნდებოდა სურვილი ენახა მოსიარულე კოშკში, მფრინავი სახლი ან მორბენალი თევზები. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს, 1-ელ ნოემბერს იაპონიაში Studio Ghibli-ის პარკი იხსნება.

Studio Ghibli-ის პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე ფოტოს ნახვა უკვე შეგიძლიათ. პარკში ტოტოროს ქანდაკება, საცუკისა და მეის სახლი, გულის ჩურჩულის ჯადოსნური მაღაზია და სხვა ზღაპრული ადგილები დაგხვდებათ. პარკის მეორე ნაწილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. დამთვალიერებლებს კიკის მიტანის სერვისის, პრინცესა მონონოკესა და ჰოულის მოსიარულე კოშკის სამყაროების უკეთესად გაცნობა შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ პარკში ჰოულის კოშკსაც ააშენებენ, რომელშიც იმედია, თავად ჰოულიც დაგვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის მიხედვით, პარკში ატრაქციონები არ იქნება.

მისი მთავარი მიზანი დამთვალიერებლებისთვის, Studio Ghibli-ის სამყაროს გაცნობისა და მასში მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემაა.