პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი მშობლები გახდნენ

232

პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასს პირველი შვილი შეეძინათ. 39 წლის მსახიობმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შვილი მათ სუროგატი დედის საშუალებით შეეძინათ.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სუროგატის დედის მეშვეობით შეგვეძინა ბავშვი. ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ კონფიდენციალურობას ამ განსაკუთრებულ დროს, როცა ყურადღებას მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ვამახვილებთ,ყველას დიდ მადლობას გიხდით.”

წყვილმა აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ შვილის ყოლა მათი ოცნება იყო, შესაბამისად ნიკი და პრიანკა ამჯერად სრულიად ოჯახზე არიან კონცენტრირებული.