Dolce & Gabbana ნატურანლური ბეწვის გამოყენებაზე უარს აცხადებს

211

იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, ახალ კოლექციებში ნატურალური ბეწვი აღარ გამოიყენება.

“უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით, რომელშიც ცხოველების ბეწვის გამოყენება შეუძლებელია. კომპანია დაიწყებს უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც გარემოს არ ავნებენ”, – აცხადებს ბრენდის მარკეტინგის დირექტორი ფედელე უსაი.