დისნეიმ Encanto-ს ქართულად გახმოვანებული სიმღერები Spotify-ზე გაავრცელა

327

დისნეის რიგით მესამოცე ანიმაციამ, სახელწოდებით Encanto, უკვე უამრავი მაყურებლის გული მოიგო. განსაკუთრებული მოწონება სიმღერა We Don’t Talk About Bruno-მ დაიმსახურა და ამერიკული მუსიკალური ჩარტების ლიდერიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალმა ჰიტმა პოპულარობით Frozen-ის ოსკაროსან Let It Go -საც გადაუსწრო.

მსოფლიოში ეს უკვე ცნობილი და აღიარებული ანიმაცია ქართული კინოთეატრებისთვის Bravo Records-მა გაახმოვანა, მათ შორის სიმღერებიც, რომელთა მოსმენა Spotify-ზეც შესაძლებელია: დისნეიმ სიმღერების ქართული ვერსიები ალბომად გამოაქვეყნა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ისეთი დიდი კომპანია, როგორიც დისნეია, თავისი სიმღერების ქართულ ვარიანტებს ოფიციალურად ავრცელებს.