Disney+ პერსი ჯექსონზე სერიალს შემოგვთავაზებს

227

Disney+ -მა ამერიკელი მწერლის რიკ რიორდანის ბესტსელერი წიგნების სერიაზე პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები, მუშაობა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ რიორდანმა თავის ფანებს ვიდეოგზავნილით სულ ახლახან განუცხადა, რომ ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ უჩვეულო ამბებს მალე ეკრანზე ისევ ვიხილავთ.

საპილოტე სერიის სცენარს რიორდანი ჯონ სტაინბერგთან ერთად დაწერს, რეჟისორი კი ჯეიმს ბობინი იქნება. აღსანიშნავია, რომ წიგნების ავტორი ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის როლსაც მოირგებს.

სერიის პირველი ორი რომანი, მეხის ქურდი და ურჩხულების ზღვა, ფილმებადაც გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ლოგან ლერმანი ასრულებს. ორივე ფილმმა ჯამურად $425 მილიონზე მეტი გამოიმუშავა