მარო მაყაშვილის დღიური საფრანგეთში გამოიცემა

273

მარო მაყაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია, რომელიც 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ახლა კი 2022 წელს მარო მაყაშვილის დღიური ფრანგულ ენაზე ითარგმნა და მალე საფრანგეთში გამოიცემა. აღნიშნული პროექტი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმისა და ფრანგული გამომცემლობა Les éditions Meduza-ს თანამშრომლობით განხორციელდა. “ძალიან დიდი მოთხოვნაა მარო მაყაშვილზე. ძალიან ხშირად გვეკითხებოდნენ ახალი ტირაჟი როდის დაიბეჭდებაო და აი დღეიდან შეგიძლიათ მუზეუმში შეიძინოთ”, — წერს ლაშა ბაქრაძე თავის ფეისბუქ–გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად განახლდა დღიურის ქართული გამოცემის ტირაჟიც: მარო მაყაშვილის პირადი ჩანაწერების კრებული ბოლოს რამდენიმე წლის წინ გამოიცა და ტირაჟი უკვე დიდი ხანია, ამოწურული იყო.