ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ის შორის დავა გრძელდება

124

იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ინფორმაციით, მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე არ დააკმაყოფილა.

როგორც ირკვევა, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ რომ გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვს.

ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.