2-წლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში One Republic-ის კონცერტი მაინც გაიმართება

189

Black Sea Arena 2-წლიანი პაუზის შემდეგ OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ფეისბუქზე ავრცელებს.

კონცერტი 2022 წლის 28 მაისსაა დაგეგმილი და ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე 28 იანვარს, 18:00 საათიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ OneRepublic-ის კონცერტი 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო კონცერტი სხვა ღონისძიებებთან ერთად გადაიდო.