Spotify–მ 2 მილიარდი დოლარი ანტივაქსერული პოდკასტის გამო დაკარგა

123

მუსიკალურმა სტრიმინგ–სერვისმა Spotify 2 მილიარდ დოლარზე მეტი მას შემდეგ დაკარგა, რაც როკ–მუსიკოსებმა ნილ იანგმა და ჯონი მიტჩელმა, კომიკოს ჯო როგანის პოდკასტი გააპროტესტეს.

ჯო როგანის პოდკასტი, რომელშიც წამყვანი ექიმ რობერტ მელოუნს ვაქცინაციის თემაზე ესაუბრებოდა, 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ამის შემდეგ, ნილ იანგმა განაცხადა, რომ არ სურს ჯო როგანთან ერთად ერთ პლატფორმაზე ყოფნა, რადგანაც პოდკასტში ვაქცინაციასა და კორონავირუსზე ცრუ ინფორმაცია გაზრახ ვრცელდება. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ გადაცემას 11 მილიონი ადამიანი უსმენს, ამიტომ როგანს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

სერვისის საბაზრო ღირებულების კლება 1 იანვრიდან დაიწყო, თუმცა მუსკოსების პროტესტის შემდეგ ფასის კლება ძალიან მკვეთრი აღმოჩნდა.