სტელა მაკ–კარტნიმ მინი მაუსის ჩაცმულობაზე იზრუნა

219

ბრიტანელმა დიზაინერმა სტელა მაკ–კარტნიმ მინი მაუსს კოსტუმი ჩააცვა. ფოტოსურათი Disney-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მიკი მაუსის მეგობარმა გოგონამ კლასიკური კაბა შარვლით ჩაანაცვლა.

პარიზის დისნეილენდის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელიც 2022 წლის 6 მარტს გაიმართება, პერსონაჟს სრულად განახლებულს წარმოადგენენ.