პუერტო–რიკოში ესპანელი კონკისტადორის ძეგლი დააზიანეს

132

პუერტო–რიკოში ესპანელი კონკისტადორის ხუან პონსე დე ლეონეს ძეგლი დააზიანეს. ვანდალიზმის ფაქტი ესპანეთის მეფის ფილიპე მეოთხის ვიზიტამდე მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პონსე დე ლეონმა პუერტო–რიკოში პირველი ევროპული დასახლება ააშენა.

“პატივს ვცემთ თავისუფალი აზრის გამოხატვას, მაგრამ ვანდალიზმს ვერ გავამართლებთ. ვთვლი, რომ ვანდალიზმი თვითგამოხატვის ყველაზე მხდალი ფორმაა”, – აცხადებს ქალაქის მერი მიგელ რომერო.