ნილ იანგი ანტივაქსერების გამო Spotify-ს უპირისპირდება

117

ნილ იანგმა პლატფორმა Spotify-ს თავისი სიმღერების წაშლა მოსთხოვა, რადგანაც სერვისი ანტივაქსერების განცხადებებს აქვეყნებს.

“ასე ვიქცევი, რადგანაც Spotify ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს, რამაც შესაძლოა მათი სიკვდილი გამოიწვიოს, ვინც ამ სიცრუეს დაიჯერებს”, – აცხადებს როკ–მუსიკოსი.

მუსიკოსი ჯო როგანის პოდკასტის ეპიზოდს ეხმაურება, რომლის სტუმარიც ექიმი რობერტ მალოუნი იყო. ვირუსოლოგი დიდი ხანია სოციალურ ქსელებში დაბლოკილია ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა, ანტივაქსერებს შორის ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ექიმის განცხადებით, ხალხის ჰიპნოზის ქვეშაა, რათა დაიჯერონ, რომ ვაქცინები სერიოზული დაავადებებისგან მათ დაიცავენ.

“მათ უნდა ჰყავდეთ ან როგანი, ან იანგი. ორივე შეუძლებელია”, – თვლის მომღერალი.