Sony Music-მა ბობ დილანის ყველა კატალოგი შეიძინა

500

ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა ბობ დილანმა, ხმის ჩამწერ სტუდიას „Sony Music“-ს თავისი ყველა კატალოგი მიჰყიდა. ზუსტად რა ფასად გაყიდა არტისტმა 60 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, ამის შესახებ ინფორმაცია Sony Music-ს არ გაუვრცელებია, თუმცა Billboard-ის ინფორმაციით, ჩანაწერების ღირებულება $200 მილიონამდეა.