ფრანგი რეჟისორი და მსახიობი მაივენი ახალ ფილმზე მუშაობს. კინოსურათის შინაარსი და სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ფილმში საფრანგეთის მეფის როლს ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი შეასრულებს. ირკვევა, რომ გადაღებები ზაფხულში დაიწყება. პრემიერის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.