ელზა სუარესი გარდაიცვალა

215

ბრაზილიელი მომღერალი ელზა სუარესი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“უდიდესი მწუხარებით ვიუწყებით მომღერლისა და კომპოზიტორის ელზა სუარესის გარდაცვალების შესახებ”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ბრაზილიელ მუსიკოსს არაერთხელ გადაეცა ლათინური “გრემი”, ხოლო 1999 წელს სუარესი BBC-მ “ათასწლეულის ხმად” აღიარა.