ამერიკელი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი დიდხანს ებრძოდა სისხლის ონკოლოგიურ დაავადებას.
ლუი ანდერსონი 1953 წელს შტატ მინესოტაში დაიბადა. ის ბევრ კომედიურ პროექტში მონაწილეობდა, თუმცა, ყველაზე მეტად მაყურებელს მულტსერიალით “ცხოვრება ლუისთან” დაამახსოვრდა.