„The Crown”-ის მეხუთე სეზონის პირველი კადრები გავრცელდა

366

სერიალ „The Crown”-ს მეხუთე სეზონი ექნება. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ნაწილიდან პირველი კადრები გავრცელდა. საინტერესოა, რომ ინტერნეტში ზუსტად ის კადრი გამოქვეყნდა, როცა 1997 წელს პრინცესა დაიანა ალბერ-ჰოლში ჩაიკოვსკის „გედების ტბას“ ესწრებოდა. იმ დღეს ლედი დის Jacques Azagury-ის მბზინავი კაბა ეცვა. სერიალის მთავარმა გმირმა, მსახიობმა ელიზაბეტ დებიკმა, სწორედ პრინცესა დაიანას ცნობილი „ლუქი“ მოირგო.