მომღერალი კორონავირუსით განზრახ დაავადდა და გარდაიცვალა

185

ჩეხი ფოლკ–მომღერალი და ჯგუფ Asonance-ის ვოკალისტი ჰანა ჰორკა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა თავი COVID-19-ით განზრახ დაიავადა.

“ჰორკა სპეციალურად დაავადდა კორონავირუსული ინფექციით, რათა საშვი მიეღო, რომელიც მას მისცემდა უფლებას თავისუფლად შესულიყო იმ დაწესებულებებში, სადაც აცრისა ან/და გადატანილი დაავადების შესახებ ცნობის გარეშე პირები არ დაიშვებიან”, – წერს The Guardian.

“მე გადავრჩი. ეს მძიმე იყო. ასე რომ ახლა წავალ თეატრშიც, აბანოშიც, კონცერტზეც და ზღვაზეც”, – წერდა სოციალურ ქსელში ჰორკა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე.

მომღერალი დარწმუნებული იყო, რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა, სასეირნოდ გასვლის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა.

მუსიკოსის შვილი იან რეკი დედის გარდაცვალებაში ბრალს ანტივაქსერულ მოძრაობას სდებს.