მოუსმინეთ: LOGIC-ისა და EMINEM-ის კომპოზიცია HOMICIDE გავრცელდა

72

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რობერტ ბრაისონ ჰოლმა, ფსევდონიმით Logic, ახალი კომპოზიცია Homicide გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი ლეგენდარული დეტროიტელი კოლეგა, ემინემი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი 6ix გახლავთ, რომელმაც ლოჯიქთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. Homicide რობერტის მომავალი ალბომის Confessions Of A Dangerous Mind ერთ-ერთი სინგლია.

კომპოზიცია რეპერების პირველი ერთობლივი ნამუშევარი გახლავთ.

მერილენდელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში იყო ნომინირებული.