სტრიმინგ-სერვისი, Apple TV+ -მა ახალი სერიალის, „ეჭვმიტანილის“ პირველი თრეილერი გაავრცელა. კინოსურათში მთავარ როლს მსახიობი, უმა თურმანი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სერიალის თრეილერი მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. სერიალის პრემიერა 4 თებერვალს იგეგმება.