Sotheby’s შავ ბრილიანტ “ენიგმას” გაყიდის

248

სააუქციონო სახლი Sotheby’s შავ ბრილიანტ “ენიგმას” გაყიდის, რომელიც 555,55 კარატს იწონის. ვაჭრობა დუბაიში 3–9 თებერვალს გაიმართება.

უკვე ოცი წელია ბრილიანტი კერძო კოლექციაში ინახებოდა და არ იღებდა მონაწილეობას არცერთ გამოფენაში.

Sotheby’s-ში განმარტავენ, რომ მფლობელმა ქვა დაუმუშავებელ მდგომარეობაში 1999 წელს შეიძინა და პირველყოფილი ალმასის წონა 800 კარატს აღემატება. დამუშავებას რამდენი წელი დასჭირდა, რის შედეგადაც ბრილიატმა 55 წახნაგი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტმა წონაში ბევრი დაკარგა, ის მაინც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი შავი ბრილიანტია.

აღსანიშნავია, რომ “ენიგმას” შესაძენად ვაჭრობა სარეზერვო ფასის გარეშე დაიწყება და ლოტის ფასის გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი.