პრინცი ჰარი ოჯახისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს

108

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრინც ჰარის 24 საათიანი დაცვის გამოყოფის თხოვნაზე უარი უთხრა.

აშშ–ში მცხოვრები პრინცი ბრიტანეთში ვიზიტს ოჯახთან ერთად გეგმავს და სურს ცოლისა და შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუმცა, ამ სერვისის თანხის გადახდა თავად მოუწევს. ჰერცოგმა განცხადებაში აღნიშნა, რომ კერძო სამსახური აღნიშნულს ვერ გაუმკლავდება ისევე კარგად, როგორც ადგილობრივი პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორის შვილიშვილი პოლიციის დაცვის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც სამეფო უფლებებსა და პრივილეგიებზე თავად განაცხადა უარი.