40 წლის წინ დაკარგული ნამუშევარი რემბრანდტის დახატული აღმოჩნდა

233

1979 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუზეუმიდან მოპარული ტილო აქამდე იან ლივენსის შექმნილად ითვლებოდა, თუმცა უახლესმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნამუშევრის ავტორი რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინია.

მოხუცი მამაკაცის პორტრეტი 1629-1632წწ. თარიღდება და ძარცვის დროს ის ყველაზე მეტად დაზიანდა. როგორც ხელოვნებათმცოდნე ტიმო ტრიუმპერი აღნიშნავს, რემბრანდტის ავტორობა საბოლოოდ დადასტურებულია, რადგან ტილოზე მისი ავტოგრაფია აღმოჩენილი.

ასევე, პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავს რემბრანდტის სხვა ნამუშევარზე გამოსახულ ფიგურას, თუმცა, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, გერმანიაში ნაპოვნი ტილო ჩანახატი იყოს, ხოლო ჰარვარდის მუზეუმში გამოფენილი ტილო კი დასრულებული ნამუშევარი.