Bonhams-მა შვედური სააუქციონო სახლი შეისყიდა

124

ბრიტანული სააუქციონო სახლი Bonhams ევროპაში აქტივებს იძენს. ონლაინ–პლატოფორმა The Market–ის შეძენისა და პარიზში სავაჭრო წერტილის გახსნის შემდეგ, კომპანიამ შვედური სააუქციონო სახლი Bukowskis იყიდა.

Bukowskis 1870 წელს დაასრდა და ის ფლობს სააუქციონო დარბაზებს სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში.

“ასეთი ცნობილი სააუციონო სახლის შესყიდვა Bonhams-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიის ნაწილია, გვინდა კომპანია გლობალური არტ–ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდეს”, – აცხადებს Bonhams-ის გენერალური დირექტორი ბრუნო ვინჩიგერა.