რენე მაგრიტის ნამუშევარს აუქციონზე გაყიდიან

116

სააუქციონო სახლმა Sotheby’s განაცხადა, რომ 2022 წლის 2 მარტის ლონდონის ვაჭრობის ტოპ–ლოტი რენე მაგრიტის “შუქის იმპერია” გახდება. ნამუშევრის ესტიმეიტი 60 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ოსტატმა სერიაზე მუშაობა 1948 წელს დაიწყო და მასში 17 ტილო შევიდა. 2002 წელს Christie’s აუქციონის ფარგლებში 20,5 მილიონ დოლარად ამავე სერიის 1949 წლის ნამუშევარი გაიყიდა.

ლოტი ბარონესა ან–მარი ჟიონ კროვესთვის იყო დახატული და დღემდე მის საოჯახო კოლექციაში ინახებოდა.