ბენქსის ნამუშევარი კედელთან ერთად გაიყიდა

232

ინგლისის ქალაქ ლოუსოფტში, იმ შენობის მფლობელებმა, რომელის ფასადის კედელზეც ქუჩის მხატვრის ბენქსის ნამუშევარი იყო შესრულებული, ნამუშევარი სრულად გაყიდეს. ჰერი და ნადინ შვარცების მოქმედებამ ქალაქის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. გრაფიტი კედელზე 2021 წლის აგვისტოში გაჩნდა და ის 2 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

“სამწუხაროა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ფინანსური სარგებელი ენახა იმაში, რაც მისთვის არ იყო შექმნილი. დარწმუნებული ვარ, რომ ბენქსიმ ეს გრაფიტი ამ მიზნით არ შექმნა”, – აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე.