ბოტიჩელის ნამუშევრის ქვეშ ჩანახატი აღმოაჩინეს

138

სანდრო ბოტიჩელის 40 მილიონ დოლარად შეფასებული ნამუშევრის ქვეშ ექსპერტებმა ჩანახატი აღმოაჩინეს. ინფრაწითელმა რეფლექტოგრაფიამ ღვთისმშობლისა და ჩვილი იესოს გამოსახულება იპოვა.

როგორც აუქციონ Sotheby’s–ის უფროსი ვიცე–პრეზიდენტი კრის აპოსტოლი აღნიშნავს, ჩვილის გამოსახულება უნიკალურია, რადგანაც მსგავსს ბოტიჩელის სხვა ნამუშევრებზე ვერ ვნახავთ. მისივე განმარტებით, ოსტატმა დაუსრულებელი ჩანახატი ახალ ტილოდ გამოიყენა, რადგანაც ბოტიჩელის პერიოდში სახატავი მასალები საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო.