მსახიობს მოპარული ჯილდოს ნაცვლად ახალი “ოსკარი” გადასცეს

48

მსახიობ ჰეილი მილსს “ოსკარი” 1960 წელს ფილმ “პოლიანაში” მოანწილეობისთვის გადასცეს. ჯილდო მისი სახლიდან 1980–იან წლებში მოპარეს, როდესაც ის გადაღებებზე იმყოფებოდა.

“ტელეშოუში მონაწილეობის მისაღებად ამერიკაში გავფრინდი და როდესაც სახლში დავბრუნდი, ჯილდო აღარ დამხვდა. რა თქმა უნდა, ყველგან ვეძებდი და ყველაფერი ვიღონე, რაც შემეძლო”, – განმარტავს მსახიობი.

2022 წლის 12 იანვარს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტმა, დევიდ რუბინმა მსახიობს ახალი “ოსკარი” გადასცა.