29 იანვრიდან ორბელიანის მოედანზე ხელოვნების დღეების ბაზარი გაიხსნება

40

29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ორბელიანის მოედანზე საშობაო ზარი ხელოვნების დღეებად გადაიქცევა. თქვენ შეგეძლებათ გაყიდოთ და შეაგროვოთ ნებისმიერ ჟანრში თუ მედიუმში შესრულებული ნამუშევრები და აღმოაჩინოთ თქვენი ახალი საყვარელი ხელოვანები, ამ ყველაფერს კი ქართულ ონლაინ არტ პლატფორმა Riabid.ge-ს უმასპინძლებს.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15 შერჩეული ხელოვანის ნამუშევრები, რომელთა შეძენაც ადგილზევე შეგეძლებათ. მათ შორის არიან: მათია საფანაძე, სოფო მამალაძე, თეო კვი, ანოკი კიკნაველიძე, მაკო ლომაძე, ნიკა კოპლატაძე, თორნიკე რობაქიძე, მოდი გიო, ლუკა ჯიქია, სალომე ბოჭორიშვილი და სხვები.