Euphoria-ს მე-2 სეზონის პრემიერამ HBO Max-ის რეკორდი მოხსნა

238

HBO-ს ცნობილი სერიალის Euphoria-ს მე-2 სეზონის პრემიერა კვირა 9 იანვარს შედგა. მას შემდეგ მან რეკორდი დაამყარა რადგან ეპიზოდს 2.4 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს რიცხვი კი 9-ჯერ აღემატება პირველი სეზონის ნახვებს. პრემიერამდე ზენდაიამ, რომელიც შოუში მთავარ როლს ასრულებს, ფანები სეზონის მძიმე შინაარსის შესახებ გააფრთხილა:

“ეს სეზონი წინაზე უფრო ემოციური შეიძლება იყოს და ისეთ თემებს ეხება, რომლებიც მძიმე საყურებელია. გთხოვთ, შოუს მხოლოდ იმ შემთხვევაში უყუროთ, თუ თავს კომფორტულად იგრძნობთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და იცოდეთ, რომ თქვენს მხარდაჭერას ნებისმიერ შემთხვევაში ვიგრძნობ”, — წერს მსახიობი ინსტაგრამზე.