მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა განთავისუფლდა

145

მარჯანიშვილის თეატრის განცხადებით, ლევან წულაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელშაკრულებით განსაზღვრული 4-წლიანი ვადა ამოეწურა, თუმცა როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.

“თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ თემაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა კომენტარი:

“ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”.

როგორც ვიცით ეს პროცედურა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ახალ კანდიდატებს საბჭო განიხილავს.