პრინც ჩარლზის ნამუშევრების გამოფენა ლონდონში მიმდინარეობს

50

უელსის პრინცის უმსხვილესი გამოფენა ლონდონში გაიხსნა. როგორც პრინცის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპოზიცია ჩელსის ყაზარმებშია მოწყობილი და ის 79 ნამუშევრისგან შედგება.

“ეს პრინცის აკვარელით ნამუშევრების უმსხვილესი და სრული გამოფენაა”, – აღნიშნავენ ფონდში.