ელისაბედ მეორემ შვილს ყველა სამხედრო წოდება ჩამოართვა

42

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, თავის ვაჟს, პრინც ენდრიუს ყველა სამხედრო წოდება და პატრონაჟის სამეფო ვალდებულება, სექსუალურ დანაშაულში ბრალდების გამო ჩამოართვა.

“იორკის ჰერცოგი არ შეასრულებს სამეფო ოჯახის წევრის ვალდებულებებს და სასამართლოს წინაშე კერძო პირის სტატუსით წარსდგება”, – წერია სამეფო კარის ოფიციალურ განცხადებაში.

პატრონაჟის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ პრინცი ვეღარ დაკავდება ქველმოქმედებით, ახლა მისი ვალდებულებები ოჯახის დანარჩენ წევრებზე გადანაწილდება.

2021 წლის ზაფხულში ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ პრინც ენდიურ სასამართლოში უჩივლა. ქალი აცხადებს, რომ 17 წლის ასაკში ბრიტანეთის პრინცმა მასზე იძალადა.